ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ

გიორგი ბარამიძის განცხადება მორალურად არის ამაზრზენი და სამარცხვინო, სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” თავისი „ტვ პირველით”, „ფორმულათი”, თავისი პარტიული აქტივით, პოლიტიკური პარტიებით, არავითარი რეაქცია არ ჰქონია ამ სამარცხვინო განცხადებაზე.

„სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება მორალურ მხარეს, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი რაც თქვა ამ ადამიანმა. მე, სხვათა შორის ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით ამ ტელევიზიების, ვერ ვხედავ შესაბამისი პოლიტიკოსების, შესაბამისი ენჯეოების და ამ პარტიული აქტივის შესაბამის რეაქციებს. ამ სამარცხვინო განცხადებაზე არც ერთ მათგანს, ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” არავითარი რეაქცია არ ჰქონია. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” თავისი „ტვ პირველით”, „ფორმულათი”, თავისი პარტიული აქტივით, პოლიტიკური პარტიებით, არავითარი რეაქცია არ ჰქონია ამ სამარცხვინო, ამაზრზენ განცხადებაზე, რაც გააკეთა გიორგი ბარამიძემ. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამაზე შესაბამისი უწყებები მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button