
კასპში, კოლხეთის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.
მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ორფენიანი ასფალტ/ბეტონის საფარი დაიგო ქუჩაზე, მიერთებებსა და ეზოში შესასვლელებზე.
ჩატარებულმა სამუშაომ, კოლხეთის ქუჩის მაცხოვრებლებს კეთილმოწყობილი ქუჩით გადაადგილების შესაძლებლობა მისცა. ანალოგიური სამუშაოები ხორციელდება ბახტაძის და რუსთაველის ქუჩებზეც. მალე აღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლებიც შეძლებენ ახალი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობას – აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
სამივე ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.