
ახალი ავტომობილის შეძენისას არჩევანს მხოლოდ სასურველი მოდელის დიზაინი ან მართვის გამოცდილება არ განსაზღვრავს. მძღოლებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივი, კომფორტული და პროგნოზირებადი იქნება მისი ფლობა მომავალში. ამ პროცესის გასამარტივებლად კომპანია „ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი პროდუქტი – Volvo 365 შექმნა, რომელიც Volvo-ს მფლობელებს მისი შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯებისგან ათავისუფლებს და საშუალებას აძლევს, ავტომობილის მართვის გამოცდილებით სრულად ისიამოვნონ.
Volvo 365-ის კონცეფცია იდეას – „360° + 5“ – ეფუძნება. 360° მომხმარებელზე სრულფასოვან ზრუნვას გამოხატავს, ხოლო 5 იმ ძირითად ბენეფიტებს აერთიანებს, რომლებსაც მომხმარებელი ავტომობილის შეძენისთანავე მიიღებს. ამასთანავე, 365 სიმბოლურად აღნიშნავს წლის ყველა დღეს, რომელთა განმავლობაშიც ახალი Volvo-ს მძღოლები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ.
ნიკოლოზ ყოჩიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „Volvo 365 ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევქმენით. ვხედავდით, რომ ავტომობილის შეძენისას მნიშვნელოვანი გამოწვევა მხოლოდ მისი არჩევა არ არის – ყოველდღიურ ფლობასთან დაკავშირებული ხარჯებიც არანაკლებ გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ბაზარს პროდუქტი, რომელიც პირველი წლის განმავლობაში მომხმარებელს ათავისუფლებს ისეთ მნიშვნელოვან ხარჯებზე ფიქრისგან, როგორებიცაა რეგულარული ტექნიკური მომსახურება, სეზონური საბურავები, საწვავი და დაზღვევა.
Volvo 365 არ არის უბრალოდ სპეციალური შეთავაზება – ეს მომხმარებელზე ზრუნვის ახალი მიდგომაა. ჩვენი კონცეფცია „360° + 5“ სრულყოფილ ზრუნვას გამოხატავს: 360° ნიშნავს ყოვლისმომცველ გამოცდილებას, ხოლო 5 ბენეფიტი ამ დაპირებას პრაქტიკულ ღირებულებად აქცევს. შედეგად, მომხმარებელი პირველივე დღიდან იღებს ავტომობილის ფლობის სრულფასოვან გამოცდილებას და შეუძლია, ყურადღება მხოლოდ Volvo-ს მართვის სიამოვნებაზე გაამახვილოს“.
Volvo 365-ის ფარგლებში მომხმარებელი ავტომობილის შეძენისთანავე მიიღებს ბენეფიტებს, რომლებიც პირველი წლის განმავლობაში ფლობას კიდევ უფრო კომფორტულსა და ფინანსურად პროგნოზირებადს გახდის. შეთავაზება მოიცავს ორ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას – 10 000 და 20 000 კილომეტრზე, რაც ავტომობილის გამართულ მუშაობასა და შვედური ავტომწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად მოვლას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, მძღოლები, რომლებიც არჩევანს Volvo-ზე შეაჩერებენ, სეზონური საბურავების კომპლექტს მიიღებენ. ეს მკაცრ მეტეოროლოგიურ პირობებში ახალი ავტომობილის მართვისას უსაფრთხოებასა და საიმედოობას ზრდის.
Volvo 365-ის ბენეფიტები ასევე მოიცავს საწვავის 1,500-ლიტრიან პაკეტს, რაც საწვავზე გაწეულ ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს და მძღოლს საშუალებას აძლევს, ახალი Volvo-ს მართვით დამატებითი საზრუნავის გარეშე ისიამოვნოს.
შეთავაზების ნაწილია „ალდაგის“ ერთწლიანი დაზღვევაც, რომელიც ავტომობილის მფლობელების გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან დაცვასა და სიმშვიდეს უზრუნველყოფს.
Volvo 365-ის ბენეფიტებით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ახალ Volvo-ს შეიძენს. სპეციალური შეთავაზება შეზღუდული დროით იქნება ხელმისაწვდომი და მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე შეძენილ ავტომობილებზე გავრცელდება.
—
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.