ძლევაი საკვირველი“ – გილოცავთ დიდგორობას! – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო ზეიმში კასპის მუნიციპალიტეტიც მონაწილეობდა

დღეს საქართველოში სახალხო დღესასწაული – დიდგორობა აღინიშნა, რომლის ძლევამოსილი ბრძოლიდან 905 წელი შესრულდა.

სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

ღონისძიებაში ტრადიციულად, კასპის მუნიციპალიტეტიც მონაწილეობდა. სპეციალური კუთხე წარმოდგენილი იყო ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშებით, ხალხური საკრავებით და სხვა.საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობდა კასპის მამაკაცთა ფოლკლორული ანსამბლი „მოურავი“და ხალხურ საკრავთა ბავშვთა ანსამბლი „კავთურა“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Back to top button