
„პრემიერ-მინისტრის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შემსუბუქებასა და საწვავის შესაძლო მიწოდებაზე არის ნამდვილი სახელმწიფოებრივი სიბრძნისა და შორსმჭვრეტელი პოლიტიკის მაგალითი“, – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხორციელდება „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ჩარჩოებში და პრემიერის ეს პოზიცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს მომავალი შენდება ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო მშვიდობიანი განვითარების ფუნდამენტზე!
„კონფლიქტის მოგვარება პირველ რიგში იწყება ადამიანებზე ზრუნვით. აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება.
ქვეყნის გამთლიანება და ნდობის აღდგენა მიიღწევა არა აგრესიული რიტორიკით, არამედ კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული ნაბიჯებით. ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავება არის ერთადერთი სწორი გზა გაწყვეტილი ხიდების აღსადგენად და ჩვენი საზოგადოებების ხელახლა დასაახლოებლად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხორციელდება „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ჩარჩოებში. ეს არის ზუსტად გათვლილი ბალანსი მაღალ ჰუმანიზმსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც მყარად დგას კანონსა და სუვერენიტეტზე. მშვიდობიან გაერთიანებას, დიალოგსა და შემორიგებას ალტერნატივა არ აქვს. პრემიერის ეს პოზიცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს მომავალი შენდება ნდობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთო მშვიდობიანი განვითარების ფუნდამენტზე!“, – წერს სადღობელაშვილი.