გიორგი გამსახურდია: „ნაცებო”, აფხაზეთი საქართველოა, მართალია თქვენი ბელადი, სააკაშვილი იძახდა, სოხუმი არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ასე არ არის და არც იქნება

გიორგი გამსახურდია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შეტანაზე ოპოზიციონერების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და „ნაცმოძრაობას” ახსენებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.

როგორც ის აღნიშნავს, თუ ქართველმა ბიზნესმენებმა ქვეყნის ერთი რეგიონიდან მეორეში ბენზინი შეიტანეს, ამით არაფერი დარღვეულა.

„აფხაზეთი საქართველოა ნაცებო, მართალია თქვენი ბელადი, ცნობილი გიჟი, მიხეილ სააკაშვილი იძახდა, რომ სოხუმი, არასდროს ყოფილა ქართული ქალაქიო, მაგრამ ეგრე არ არის და არც იქნება. ქართველმა ბიზნესმენებმა კიდევ,თუ საქართველოს ერთი რეგიონიდან, მეორეში შეიტანეს საწვავი, კერძოდ ბენზინი, ამით არაფერი არ დარღვეულა. დაირღვა მაშინ, როდესაც თქვენ, ნაბიჭვარი რუსები, მსოფლიო ორგანიზაციაში შეათრიეთ, მიყიდეთ ყველაფერი და ბოლომდე დაუწექით“, – წერს გიორგი გამსახურდია.

Back to top button