გურჯაანში ღვინის ლაბორატორიის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, შპს „ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის“ დირექტორ გრიგოლ მაისურაძესა და მუნიციპალიტეტში მოქმედი მეღვინეობების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა ქალაქ გურჯაანში ღვინის ლაბორატორიის ფილიალის გახსნა და მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლებისთვის ლაბორატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება იყო.

„ჩვენი მთავარი მიზანია მეღვინეობების ხელშეწყობა და მოქნილი სისტემის შექმნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, საჭირო ლაბორატორიული მომსახურება სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ“, — განაცხადა „ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის“ დირექტორმა გრიგოლ მაისურაძემ.

შეხვედრაზე განიხილეს მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლების საჭიროებები და ის შესაძლებლობები, რასაც გურჯაანში ლაბორატორიის ფილიალის გახსნა მათ საქმიანობისთვის შექმნის.

ფილიალის ამოქმედება ხელს შეუწყობს ლაბორატორიულ მომსახურებაზე წვდომის გამარტივებას, ანალიზების ჩატარებისთვის საჭირო დროის შემცირებას და რეგიონში მეღვინეობის სექტორის შემდგომ განვითარებას.

Back to top button