არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა

„ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა: „რა დავკარგეთ, რა, ქვების გროვაო?“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც მათ კონსტიტუციურ სარჩელშიც არის მითითებული.

გორდულაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოკუპანტის დანაშაულებრივი ქმედებებისა და ეფექტური კონტროლის არარსებობის გამო დროებითი ოკუპაციის საზღვრები კიდევ უფრო გაფართოვდა, ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „ქვების გროვა“ უწოდა.

„მნიშვნელოვანია, რა განცხადება გააკეთა და როგორ პოზიციონირებდა მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს უწოდა ქვების გროვა. აი, იმ ქვების გროვას, სადაც ხორციელდებოდა ოკუპანტის დანაშაულებრივი ქმედებები, არ არსებობდა ეფექტური კონტროლი და დროებითი ოკუპაციის საზღვარი კიდევ უფრო გაფართოვდა – აი, ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა უწოდა ქვების გროვა: „რა დავკარგეთ, რა, ქვების გროვაო?“, – განაცხადა გორდულაძემ.

Back to top button