ხონის მუნიციპალიტეტში 55 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ხონი-სამტრედიის ტერიტორიაზე ახალი მახარაძის გამანაწილებელი არხი ნატანი მასისგან და ბუჩქნარისგან სრულად გაწმინდა.

არხის მოწესრიგების შედეგად, 40 აბონენტის წყალუზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ადგილობრივ ფერმერებს მიეცათ შესაძლებლობა, 55 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  დროულად და ეფექტიანად მორწყან.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,  სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

Back to top button