
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში, ორ უბანს შორის დამაკავშირებელი 135 გრძივი მეტრი გზის მოწყობის სამუშაო მალე დასრულდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე რკინა/ბეტონის სანიღვრე არხის, ეზოში შესასვლელების და არმირებული ბეტონის გზა ეწყობა.
შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
კეთილმოწყობილი გზა ადგილობრივების გადაადგილებას კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის.