
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია.
Google-ში ფრაზის „2026 most trendy destination“ ძიებისას, ყველაზე ტრენდული მიმართულებების ჩამონათვალში თბილისი (საქართველო) ისტორიული მემკვიდრეობით, ცოცხალი ხელოვნებითა და კულინარიული კულტურით გამორჩეულ მიმართულებად დასახელდა.
რაც შეეხება სხვა პოპულარულ მიმართულებებს, Google-ის საძიებო სისტემაში გამოარჩია მადეირა (პორტუგალია), ჩიკაგო (აშშ), ქუინონი (ვიეტნამი) და პუერტო ესკონდიდო (მექსიკა).