სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,შუამთა” (მისამართი: ვანი, სოფელი შუამთა, ზ. გამსახურდიას N 2) არაგეგმურად შეამოწმეს.

iნსპექტირების შედეგად ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი გოჭებს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.

Back to top button