მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება

„აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის.

„ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში აზრების ნაცვლად ტყლაპი აქვს. აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება. აფხაზეთი, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, რომლის გადაწყვეტა გადის რუსეთის იმპერიის დასუსტებაზე და სავარაუდო დაშლაზე. საკითხი, რომელიც დამოკიდებულია უკრაინის წარმატებებზე და დასავლეთის სიძლიერეზე და რა თქმა უნდა თვითონ საქართველოს ფორმაში ყოფნაზე. ასე რომ მოეშვით მჩხიბაობას და დაინახეთ ფართო სურათი და აქვე მინდა გამოვთქვა ჩემი სამძიმარი გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ოჯახის მიმართ“, – წერს სააკაშვილი.

Back to top button