ზაზა დობორჯგინიძე: იპოდრომზე „ტრამპ-თაუერი“ იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება

„იპოდრომზე „ტრამპ-თაუერი“ იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება“, – წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

მისი თქმით, ერთი პარტიაც კი არაა ვისაც ანტი-ტრამპ პლატფორმის შექმნის იდეოლოგიური, ინტელექტუალური და პოლიტექნოლოგიური რესურსი აქვს.

„იპოდრომზე „ტრამპ-თაუერი“ იხსნება, ერიკ ტრამპი მთავრობას ეკონომიკურ ზრდას უწონებს, ირანის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდით. ამ დროს კი გვყავს ოპოზიცია, რომელიც საქართველოში ებრძვის პრო-ირანულ რეჟიმს, ითხოვს ანაკლიის პორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევას და ჯო უილსონის მეგობარი აქტს ელოდება.

ერთი პარტიაც კი არაა ვისაც ანტი-ტრამპ პლატფორმის შექმნის იდეოლოგიური, ინტელექტუალური და პოლიტექნოლოგიური რესურსი აქვს და პოსტ-ტრამპ რეალობაში ოცნებასთან დასაპირისპირებლად ემზადება, ან დემოკრატებს ელაპარაკება, ან ბრიტანეთი/კანადის გარშემო შემოკრებილ საშუალო ძალების ალიანსს, ამერიკის ინსტიტუციური ურყვნელობის რწმენას ბოლომდე არ დაკარგავენ“, – წერს დობორჯგინიძე.

Back to top button