ირაკლი კირცხალია: დარწმუნებული ვარ, თამაზ ბორაშვილის საქმიანობა ძალიან ეფექტიანი იქნება

ირაკლი კირცხალიამ თამაზ ბორაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სუსს ძალოვან სტრუქტურაში 21-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომელი უხელმძღვანელებს.

“მხარი დავუჭირეთ წარმოდგენილ კანდიდატურას, ბატონ თამაზ ბორაშვილს – თავისი საქმის პროფესიონალს. ეს არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა უახლეს ისტორიაში, როდესაც ძალოვან სტრუქტურას ამ სამსახურში 21-წლიანი სტაჟის [მქონე ადამიანი] უხელმძღვანელებს.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ინსტიტუციისთვის ასეთი კადრი. მინდა სულითა და გულით ვუსურვო მას წარმატება და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ძალიან ეფექტიანი იქნება“, – განაცხადა კირცხალიამ.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი აირჩია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

Back to top button