მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის მსხვილი ბიზნესჯგუფის PASHA Holding-ის კომერციული და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის მსხვილი ბიზნესჯგუფის PASHA Holding-ის კომერციულo და საერთაშორისო პროექტების აღმასრულებელ დირექტორ ელჩინ გადიმოვს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში PASHA Holding-ის მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და მათი განვითარების გეგმები. აქცენტი გაკეთდა მიმდინარე პროექტების განხორციელების ეტაპებზე, ასევე საქართველოში კომპანიის საქმიანობის გაფართოებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

აღინიშნა, რომ PASHA Holding-მა საქართველოში 2015 წლიდან დღემდე დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და უახლოეს მომავალში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი, ასევე PASHA Holding-ის წარმომადგენლები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

PASHA Holding აზერბაიჯანში დაფუძნებული ერთ-ერთი მსხვილი დივერსიფიცირებული ბიზნესჯგუფია, რომელიც საბანკო და სადაზღვევო სექტორებთან ერთად, უძრავი ქონების, მშენებლობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში საქმიანობს.

Back to top button