მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს

„მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს” – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში გააკეთა, სადაც ის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს მასპინძლობს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც ასევე შეხვედრა გაიმართა ინოვაციურ სტარტაპერებთან.

„მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში მივაღწიეთ შეთანხმებას გენერალურ მდივანთან და საქართველო 2027 წელს აღნიშნულ შენობაში – ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის, რაც წაახალისებს ტურიზმის ცნობადობის ზრდას, წაახალისებს საქართველოში მიმდინარე ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სექტორს, ისევე როგორც დაეხმარება ადგილობრივ სტარტაპერებს, რომ დაამყარონ კონტაქტები საერთაშორისო კომპანიებთან” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობით საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა ასევე საერთაშორისო კომპანიებს უმასპინძლოს, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება იქნება.

Back to top button