ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემაა – “ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს”.

გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს.

Back to top button