
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანის ცენტრალური გზის მიმდებარედ, სარწყავ – სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა რკინა/ბეტონის კიუვეტები, რომლის სამუშაოსაც შპს „დანი ქონსქრათშენი“ აწარმოებს.
პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.