
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და LEAF-ის ორგანიზაებით, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება.
LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა ორ ლოკაციაზე ჩატარდება:
- თბილისი – 10 ოქტომბერი, 12:00-17:00, The Biltmore Tbilisi Hotel
- ბათუმი – 11 ოქტომბერი, 13:00-17:00, Radisson Blu Hotel Batumi
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეცნონ საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღონ ინფორმაცია სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებს როგორც საბაკალავრო, სამაგისტრო, ასევე სადოქტორო საფეხურებზე. ასევე მიიღებენ ინფორმაციას ონლაინ სწავლების, პროფესიული კურსებისა და საგანმანათლებლო ბანაკების შესახებ.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ღონისძიებების გვერდებს:
საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.