თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს — მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა

თამაზ ელიზბარაშვილმა საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ამასთან, როგორც საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, მან უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება.

„თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button