გია აბაშიძე: ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს, ფაქტი ერთია – როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება

„პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა. მან დანაშაული აღიარა, მოინანია და თავისივე სიტყვები უარყო, თურმე არც არავინ დამუქრებია და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია“ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის შეფასებით, ასეთი ტოქსიკური აფერისტები, თავიანთი უპრინციპო გამოხტომებით და მანიპულაციებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ებრძვიან. მისივე თქმით, სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული „გმირობა“ ადრე თუ გვიან ყოველთვის ასე სამარცხვინოდ სრულდება.

„ჯერ იყო და „იმედის“ თანამშრომელს და მმართველი პარტიის აქტიურ გულშემატკივარს შაკო კუჭაშვილს აბრალებდა ე.წ. „გამიზნულ თავდასხმას“; შემდეგ მისი დროებითი ადვოკატის (სანამ კლიენტთან ჰონორარზე ვერ მორიგდა და საქმეს არ ჩამოშორდა) ბოდვები პოლიციურ ძალადობაზე, ახლა კი – თამაზ ელიზბარაშვილის უკან დახევა და აღიარება. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა. მან დანაშაული აღიარა, მოინანია და თავისივე სიტყვები უარყო, თურმე არც არავინ დამუქრებია და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია. ასეთი ტოქსიკური აფერისტები, თავიანთი უპრინციპო გამოხტომებით და მანიპულაციებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ებრძვიან. სიცრუესა და ცილისწამებაზე აგებული „გმირობა“ ადრე თუ გვიან ყოველთვის ასე სამარცხვინოდ სრულდება. ელიზბარაშვილის წარსულ ოდიოზურ გამოხტომებსა და ტყუილებზე საუბარიც კი არ ღირს. ფაქტი ერთია, როდესაც რეალური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, „ჩაგვრასთან ბრძოლის“ ილუზიები მყისიერად ქრება და მათ ადგილს სრული აღიარება და მონანიება იკავებს“, – აცხადებს აბაშიძე.

Back to top button