
კასპის მუნიციპალიტეტის ორ მაღალმთიან სოფელს – მთიულთუბანსა და გუდალეთს შორის დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გზაზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა, რაც გადაადგილებას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.