თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა

თიბისიმ The Digital Banker-ის ჯილდო – საუკეთესო ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა – მიიღო. აღიარება პროექტს – მომხმარებლის კრიტიკული გამოცდილების სრულად გარდაქმნას უკავშირდება.

პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ 2025 წელს მომხმარებლისთვის 13 მნიშვნელოვანი საბანკო მომსახურების პროცესი ნულიდან გადააწყო და როგორც საცალო, ისე ბიზნესმომსახურების ძირითად პროცესებს შეეხო.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი ანგარიშის გახსნის პროცესის გამარტივებაა: თუ ადრე ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას დაახლოებით 40 წუთი და ფილიალში ვიზიტი სჭირდებოდა, დღეს ანგარიშის გახსნა მხოლოდ 45 წამში, სელფის გადაღებით არის შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში გარდაიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორებიცაა მომხმარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაციის მონაცემების აღდგენა, დეპოზიტისა და სესხის მიღება, გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების გადახდა, საინვესტიციო სერვისების გააქტიურება, ბარათის მომსახურება და ბიზნესმომხმარებლისთვის განკუთვნილი სერვისები.

ტრანსფორმაციის პროცესში თითოეული ცვლილება წინასწარ გაანალიზებულ მონაცემებსა და მომხმარებლის საჭიროებებს დაეფუძნა, რამაც თიბისის გუნდებს შესაძლებლობა მისცა, მომსახურების პროცესები თანმიმდევრულად და მომხმარებლის რეალურ გამოცდილებაზე ორიენტირებულად გაეუმჯობესებინათ.

The Digital Banker-ის ჯილდო თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მიზანს – მუდმივად გააუმჯობესოს საბანკო მომსახურება, დანერგოს ინოვაციური მიდგომები და მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები კიდევ უფრო გაუმარტივოს.

Back to top button