
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერან მოჭიდავესა და მწვრთნელს, ნუგზარ მამულაშვილს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა ნუგზარ მამულაშვილს საქართველოს სპორტის მინისტრის მიერ „საქართველოს სპორტის რაინდის“ წოდების მინიჭება მიულოცა და საჩუქრად ფულადი ჯილდო გადასცა.
ნუგზარ მამულაშვილი, აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, ათეულობით წელია წარმატებულ სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწევა. მის აღზრდილებს შორის არაერთი ტიტულოსანი სპორტსმენია.