AI სტიპენდია გოგოებისთვის – გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე ხელოვნური ინტელექტი 10 პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, UN Women-თან და Mastercard-თან თანამშრომლობით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. “AI სტიპენდია გოგოებისთვის” დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლვს, დაეუფლონ ხელოვნურ ინტელექტს პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებში სრული დაფინანსებით.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.

რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით?

AI სტიპენდიით გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის სწავლა 10 პროფესიულ აკადემიაში არის შესაძლებელი, მათ შორისაა:

  • სმარტ აკადემია – Smart Academy;
  • თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
  • ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industries;
  • აიტი აკადემია სტეპი – IT Academy STEP;
  • ეჯაილ სქული – AgileSchool;
  • სქილვილი – Skillwill;
  • სქეილაფი – ScaleUp;
  • ელექტრონული აკადემია – Electronic Academy;
  • რე ედუქეითი – Re;
  • დიზაინ ინსტიტუტი.

ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან, ხოლო დაფინანსების მიღების პირობებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკის AI სტიპენდია გოგოებისთვის?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი. აპლიკაციების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს შესაბამისი აკადემიები გასაუბრებაზე მოიწვევენ. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი შეიძლება დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შეფასებასაც მოიცავდეს.

საქართველოს ბანკის AI სასტიპენდიო პროგრამის, პარტნიორი აკადემიებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.

Back to top button