მოსამართლე ევა გოცირიძე: გირგვლიანის გარდა, წარსულის არცერთი გახმაურებული მკვლელობა და ძალადობის საქმე არ გამოუძიებიათ, ყველა მათგანზე განაჩენი 2012 წლის შემდეგ დადგა

„ყველასათვის ცნობილი საქმეები: ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმეები, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე – ამ საქმეებიდან უმეტესობა მკვლელობაა და თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ადამიანის სიკვდილით დასრულდა“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ამ მძიმე საქმეებიდან, გირგვლიანის მკვლელობის გარდა, არცერთის გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არ მომხდარა და განაჩენები მხოლოდ 2012 წლის შემდეგ დადგა. ამასთან, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, დანაშაულებში მხილებული და მნიშვნელოვანი წვლილის მქონე პირები, ახალაია, კოდუა, ქაჯაია, მიქაძე, ფირცხალავა, მეგის ქარდავა და სხვები, პრეზიდენტის მიერ იყვნენ დაჯილდოებულები.

„ეს ყველასათვის ცნობილი საქმეები, რომლებიც, მათ შორის, კომისიის დასკვნაშიც არის მითითებული: ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ხუბულოვის, ვაზაგაშვილის აფეთქების საქმე, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმე, ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმე, მალხაზ აზარაშვილსა და ზაზა მესხზე ძალადობის საქმე, ვამეხ აბულაშვილსა და კახაბერ დაბრუნდაშვილზე ძალადობის საქმე, კობა დავითაშვილზე ძალადობის საქმე, 15 ივნისის საქმე, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე – ამ საქმეებს, რომელთაგან უმეტესობა მკვლელობაა, ყველა მათგანი კი ძალადობაა და თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ადამიანის სიკვდილით დასრულდა, რამდენიმე მახასიათებელი აერთიანებს. პირველი: ისინი ჩადენილია სახელმწიფოს აგენტის, სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ; მეორე ის, რომ არცერთი საქმის გამოძიება და დამნაშავის მსჯავრდება, გარდა გირგვლიანის მკვლელობისა, არ მომხდარა თქვენი მმართველობის დროს და ყველა საქმეზე განაჩენი დადგა 2012 წლის შემდეგ, როცა გამოძიებები დაიწყო; და კიდევ მესამე გარემოება, რომელიც ყოველივე ამას თან ახლავს, არის ის, რომ ამ მკვლელობებში მსჯავრდებული პირები, რომელთა სერიოზული წვლილიც დადგინდა, ახალაია, კოდუა, ქაჯაია, მიქაძე, ფირცხალავა, მეგის ქარდავა და სხვები, პრეზიდენტის მიერ იყვნენ დაჯილდოებულები“, – აღნიშნა გოცირიძემ.

Back to top button