
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიდებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
“ჩვენი ქვეყნის მთავარ მასპინძლებს – გიდებს, გილოცავთ პროფესიულ დღეს!
თქვენი დამსახურებით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები, პირველივე წუთებიდან იზნობენ ქვეყანას, ეზიარებიან ქართულ სტუმარმასპინძლობას, ჩვენს ტრადიციებს.
გისურვებთ სამუშაოთი დახუნძლულ წელს თქვენც და სრულიად საქართველოს!” – ნათქვამია მისალოც განცხადებაში.