საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა. ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეფექტური და მტკიცე რეაგირებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი ერი დგას მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით.
იგორ დოლჰოვმა პარლამენტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.