საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზით შეწყვეტილო საჰაერო ფრენების გამო, საქართველოში ეკლესია-მონასტრებისა და სიწმინდეების მოსალოცად ჩამოსული უკრაინელი მომლოცველები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
მათი სასტუმროში განთავსება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.
შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და გივი მიქანაძე ჯგუფის წევრებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
დეპუტატებმა სტუმრებს, საქართველოს პარლამენტის სახელით საჩუქრები გადასცეს.