,,როცა მოლდოვიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, არცერთი მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან, რომელიც სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისგან თავს იკავებს, უკრაინა არ იწვევს ელჩს’’ – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე.
როგორც მეგრელიშვილი წერს, მათ მხრიდან პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც საქართველოში ხელს უხსნის რუსული საქმის მკეთებელ ხალხს.
,,პოლიტიკურად გაუთვლელი ნაბიჯია საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა. რატომ მაინცდამაინც საქართველოდან?! როცა მოლდოვიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, არცერთი მაღალი რისკის მქონე ქვეყნიდან, რომელიც სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისგან თავს იკავებს, უკრაინა არ იწვევს ელჩს. საქართველო შესაძლებლობების ფარგლებში დგას უკრაინის გვერდით და რაშია დამნაშავე, რომ იცავს საკუთარ მშვიდობას?! პროვოკაციული ქმედება, რომელიც საქართველოში ხელს უხსნის რუსული საქმის მკეთებელ ხალხს. სწორედ იმ ხალხს, რომელსაც უნდა საქართველოს ღია ომში ჩათრევა, მაგრამ ვერ ეღირსებით ვერა’’ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.