საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან ევროპულ ოჯახში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საბოლოოდ დამკვიდრებას დრო, დამატებითი რეფორმები და ევროპის შიდა ბიუროკრატიული პროცსების გავლა სჭირდება – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება – განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.
მისი თქმით, უტყუარი ფაქტია, რომ 2012 წლიდან საქართველო, შიდა და გარე დაბრკოლებების მიუხედავად, დამაჯერებლად წინ მიიწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინებით.
„Georgia to Apply for EU Membership Immediately. დაჩქარებული წესით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე განაცხადის გაკეთება აბსოლუტურად მართებულია საქართველოს მმართველი გუნდის მხრიდან. ევროპულ ოჯახში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საბოლოოდ დამკვიდრებას დრო, დამატებითი რეფორმები და ევროპის შიდა ბიუროკრატიული პროცსების გავლა სჭირდება. უტყუარი ფაქტია, რომ 2012 წლიდან საქართველო, შიდა და გარე დაბრკოლებების მიუხედავად, დამაჯერებლად წინ მიიწევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინებით“ – წერს აბაშიძე facebook -ზე.