ნინო ფოჩხუა: სანამ მიშა მშვილდაძე პოლიციელებს ემუქრება, სანამ ღარიბაშვილის გადაყენების მოთხოვნით, ოპოზიცია ღამეებს ათენებს პარლამენტის წინ, საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეაქვს

გილოცავთ ყველას! 2024 წელს ასევე მომელოცოს ევროკავშირის ნამდვილი წევრობა! – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება – განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.

“ესეც ასე! სანამ მიშა მშვილდაძე პოლიციელებს ემუქრება, სანამ ღარიბაშვილის გადაყენების მოთხოვნით, ოპოზიცია ღამეებს ათენებს პარლამენტის წინ, საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეაქვს. გილოცავთ ყველას! 2024 წელს ასევე მომელოცოს ევროკავშირის ნამდვილი წევრობა! – წერს ფოჩხუა facebook – ზე.

Back to top button