საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არარელევანტურია – რა მიზეზებს ასახელებს დავით ლილუაშვილი

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არარელევანტურია – ამის შესახებ „არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი წერს და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არარელევანტურია – შემდეგი არგუმენტების გამო:

1.რადიკალური ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც მრავალ სხვა საკითხთან ერთად განახორციელა იგნორი ე.წ. 43%-ან ბარიერთან დაკავშირებით;

2.დესტრუქციულ ოპოზიციას არ სურს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება და მუდმივად ცდილობს დესტაბილიზაციის ახალი ტალღის აგორებას.

3.როგორც წინმსწრებად კეთდება განცხადებები, იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე დადგება საჭიროება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და ამ არჩევნებშიც არ დადგება ოპოზიციისთვის სასურველი შედეგი, ოპოზიცია კვლავ აქტიურად გადავა რევოლუციური სცენარით მოქმედებებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მმართველი პარტია არ უნდა დაექვემდებაროს სააკაშვილის და მასთან მოთანამშრომლე პარტიების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუქარასა და შანტაჟს”- წერს ლილუაშვილი.

Back to top button