“ნაციონალური მოძრაობის” ვიწრო პოლიტიკური ხედვა აზიანებს ქვეყანას. 2008 წლის ომამდე გაყიდული ომის შემდეგ დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების საკითხს ყიდიან“- ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაცმოძრაობამ ლობისტებისთვის 1,5 მლნ $ გამოყო, რათა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს.
“ნაციონალური მოძრაობა” მილიონ-ნახევარ დოლარს იხდის უცხოელ ლობისტებთან, რათა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სანქციებსა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე გახდეს დამოკიდებული. მილიონ-ნახევარ დოლარად ნაყიდი ქვეყნის ღალატი ემსახურება მიზანს, სტატუსის მინიჭება არ მოხდეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში. “ნაციონალური მოძრაობის” ვიწრო პოლიტიკური ხედვა აზიანებს ქვეყანას. 2008 წლის ომამდე გაყიდული ომის შემდეგ დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების საკითხს ყიდიან. მილიონ-ნახევრად ყიდიან! ამ მოღალატეობრივი პროექტის დაფინანსებას დავით კეზერაშვილთან ერთად კობა ნაყოფიაც აპირებს. მოღალატე ყველგან და ყველაფერში მაინც მოღალატედ რჩება, ასეა ეს“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.