მამუკა მდინარაძე: დიდი ფული გამოყვეს, რომ ლობისტებმა იმუშაონ კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, ამ პარტიას პოზიტივი რომ არ მიეწეროს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა მათ ტელევიზიებში ხანდახან „უჭირთ“ ხელფასების დარიგება

1,5 მილიონი დოლარი გამოყვეს იმისთვის, რომ ლობისტებმა იმუშაონ, კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, რომ არ მიეწეროს ამ პარტიას პოზიტივი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ვიცით, რომ მათ ტელევიზიებში ხანდახან „უჭირთ“ ხელფასების დარიგება – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე სააგენტო „კვირა.ჯი“ -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ნაცმოძრაობის რამდენიმე ლიდერმა 1,5 ილიონი დოლარი გამოყო უცხოელი ლობისტებისთვის, რომლის მიზანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული გახდეს სანქციებსა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე, რათა მაქსიმალურად შეეცადონ, რომ სტატუსის მინიჭება “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არ მოხდეს ან, როგორც მინიმუმ, “ქართულ ოცნებას” არ მიეწეროს.
მისი თქმით, პუნქტობრივად მიყვებიან და ასრულებენ გეგმას, არა მხოლოდ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რაც ყველაზე ცუდია.

„პუნქტობრივად მიყვებიან და ასრულებენ გეგმას, რაც ყველაზე ცუდია, არა მხოლოდ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. პირველი ხომ დადასტურდა? დღეს, გამოქვეყნდა მეორე ინფორმაცია, იგივე წყაროთი, საიდანაც ვიგებთ, რომ თურმე დიდი ფული გამოყვეს იმისათვის, რომ ლობისტებმა იმუშაონ, კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, რომ არ მიეწეროს ამ პარტიას პოზიტივი. მაშინ როცა ვიცით, რომ მათ ტელევიზიებში ხანდახან „უჭირთ“ ხელფასების დარიგება. საუბარია 1,5 მილიონ დოლარზე. თუ ეს დადასტურდა, ვნახავთ რამდენიმე დღეში, რეაქციებს და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ. ამიტომ ვუერთდები, რომ ახლა მაინც გავჩერდეთ, ამ დღეების განმავლობაში ამ საკითხზე უნდა შევჩერდეთ, ყველა, არავიზე ვლაპარაკობ, ჩემი თავიდან დავიწყებ პირველ რიგში, რომ გავჩერდეთ, ეს იქნება მხოლოდ კარგი და თუკი ისინი ხვდებიან, რომ კონკრეტული საკითხი არსებობს, რომელთან მიმართებაში სპეკულირება, ტყუილები, ის რასაც მათი ტელევიზიები აკეთებენ, რასაც ისინი აკეთებენ, არის ქვეყნის მტრობა, ხომ შეიძლება ვიღაცამ მოუწოდოს პარტიის, თუ პოლიტიკური ჯგუფების შიგნით, რომ არ გავაკეთოთ ეს და ძალიან ვთხოვ ყველას, რომ არ გააკეთონ ეს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button