საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მატეუშ მორავიეცკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამ გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.