“მე ვარ თქვენი კოლეგა, და ძალიან კარგად ვიცი და ვხედავ სპეციალურად ხდება პროვოკაციები პოლიციასთან, ამ პროვოკაციების მეორე ნაწილს იღებენ, არ იღებენ თუ როგორ იწყება ეს პროვოკაციები, იღებენ მხოლოდ იმას, ასე ვთქვათ როგორ აკავებს პოლიცია ამა თუ იმ კანონის დამრღვევს, როგორ სვამენ მანქანებში და ეს ყველაფერი საერთაშორისო ასპარეზზე არის ნაჩვენები, როგორც საქართველოს სახელმწიფოს და პოლიციის ბრძოლა იმ ადამიანებთან ვინც აპროტესტებენ და მხარს უჭერენ უკრაინას. ეს ხდება ყოველ დღე, მიზანმიმართულად, ყველა პლატფორმაზე, ყველა არსებულ საერთაშორისო ინსტიტუტში, დაწყებული ევროპარლამენტიდან, ევროსაბჭოში, აშშ-ში, ვენაში, ბრიუსელში სადაც გინდათ ყველგან მიდის დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო მხარს უჭერს პუტინს, საქართველო ებრძვის პუტინთან ერთად უკრაინას”,- განაცხადა გოგა ხაინდარავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები მიმოიხილა, ასევე შეაფასა, საქართველოში სხვადასხვა ჯგუფების მიერ გამართული აქციები და საპროტესტო გამოსვლები.
“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული სარეკლამო ბაზარი, ვერც ერთ ტელევიზიას დამოუკიდებლად ვერ ინახავს. ბუნებრივია, რომ ეს ხდება დაფინანსებით და ამაში ძალიან დიდი დაფინანსება ხდება, ისევე, როგორც ამ მაქარაშვილების, სირცხვილების და ასეთი ჯგუფების, რომლებიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველანაირად ცდილობენ, ქმნიან სურათს, რომ ქართული პოლიცია ებრძვის, აპატიმრებს, ეს კადრები მერე მიდის რუსულ კადრებთან ერთად, როდესაც აჩვენებენ როგორ აპატიმრებს რუსეთის პოლიცია უკრაინის მხარდამჭერებს და რუსეთის მიერ ომის განხორციელების წინააღმდეგ მიმართულ მიტინგებს და გამოსვლებს, ამის პარალელურად აჩვენებენ კადრებს თბილისში და ეს არის, რომ საქართველოს მთავრობა და პოლიცია არბევს უკრაინის მხარდამჭერ მიტინგებს და გამოსვლებს. აი ეს არის რეალობა და მინდა რომ ეს რეალობა ყველასთვის კარგად იყოს ნათელი” – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.