გოგა ხაინდრავა: 200 000 განცხადებაა დაწერილი საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ, 99% არიან ქართველები – ეს ხომ სტატისტიკაა, ამას ხომ ვერ დამალავ

,,200 000 განცხადებაა დაწერილი საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ. 99% არიან ქართველები. ეს ხომ სტატისტიკაა, ამას ხომ ვერ დამალავ. აგერ არის იუსტიციის სახლი, შედი და ნახე, ვისაც უნდა აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა და დაბრუნდეს სამშობლოში‘’ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ გადაცემა ,,უცნობის კიდობანში’’ სტუმრობის დროს.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა 900 000 ქართველო ცხოვრობს რუსეთში და ეს ადამიანები აქ ოჯახებს არჩენენ. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მათ იქ საფრთხე არ შევუქმნათ.

,,900 000 კაცი ცხოვრობს ქართველი რუსეთში. ეს 900 000 კაცი ერთ ამდენს არჩენს აქ, აჭმევს, აცმევს, უგზავნის იქიდან ფულს. შე კაი დედ-მამიშვილო, აქ რომ რუსებზე თავდასხმებს აწყობ. ჩვენ ხომ გვაქვს ნანახი, როგორც ცხვრები შერეკეს თვითმფრინავში და წიხლებით გამოყარეს აქ. ამაზე არ უნდა იფიქრო? მარტო შენს თავზე უნდა იფიქრო? ნუ შემოუშვებ რუს სახლში, პურს ნუ გაუტეხ, მაგრამ რას ყვირი, რატომ ყვირი. ამათთვის არც ვაჟა-ფშაველა არსებობს, არც შოთა რუსთაველი არსებობს, არც საქართველო არსებობს, არც დედა არსებობს, არც მამა არსებობს, არაფერი არსებობს. ესენი გადაგვარებული, უჯიშო ადამიანები არიან” – განაცხადა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში სტუმრობის დროს.

Back to top button