,,მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა, რომ მისი მმართველობის დროს, მათ შორის, რუსეთ- საქართველოს ომის პერიოდში და მას შემდეგ, „ლუკოილ ჯორჯიამ“ 33 სახელმწიფო ტენდერიდან, რომელიც საწვავის შესყიდვის მიზნით იყო გამოცხადებული 30 ტენდერში გაიმარჯვა’’ – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორ თამთა მეგრელიშვილი სააკაშვილის მოწოდებას, რომ არავინ ისარგებლოს ,,ლუკოილით’’.
როგორც მეგრელიშვილი წერს, მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულებამ 99 624 777 ლარი შეადგინა. დღეს კი მისი მხრიდან ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ზეპატრიოტული მოწოდებით გამოვიდა.
,,მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა, რომ მისი მმართველობის დროს, მათ შორის, რუსეთ- საქართველოს ომის პერიოდში და მას შემდეგ „ლუკოილ ჯორჯიამ“ 33 სახელმწიფო ტენდერიდან, რომელიც საწვავის შესყიდვის მიზნით იყო გამოცხადებული 30 ტენდერში გაიმარჯვა. მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულებამ 99 624 777 ლარი შეადგინა. დღეს მისი მხრიდან ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ზეპატრიოტული მოწოდებით გამოვიდა- “მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ნუ ჩაასხამთ საწვავს “ლუკოილში”. ჩვენ ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ. “ლუკოილში” შეუძლია ჩაასხას “ალტ-ინფოს” და ივანიშვილის ხელის ბიჭებს. ნამდვილი ქართველი, არ შეიძლება, რაიმე ფორმით ოკუპანტის მანქანის ნაწილი იყოს. მიხეილ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილო! უშენოდაც შენზე კარგად ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ ის საზარელ დანაშაულს ჩადის უკრაინის მიწაზე და მისი დანდობა დიდი დანაშაულია! ნეტა, მართლა მხოლოდ, საწვავის ჩასხმაზე უარით ვცვლიდეთ რამეს. კი მე არ ვსარგებლობ და არც არასოდეს მისარგებლია “ლუკოილის” საწვავით – არც ვაპირებ, მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს – შენ მიერვე გაყიდული ომით მაშინდელი საქართველოს გამყიდველი პრეზიდენტი ყველა ტენდერს “ლუკოილს” რატომ აგებინებდი?!’’ წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.