,,ეს კითხვა, ერთის მხრივ ძალიან პრიმიტიულია, უადგილო და მათ შორის შეურაცხმყოფელიც კი. რუსეთი რომ აგრესორია, მან წამოიწყო ომი უკრაინაში და ა.შ. ამაზე კითხვის დასმაც კი, მათ ნარატივს აძლიერებს, პირდაპირ გეუბნებით, ახლა თქვენ აძლიერებთ რუსულ ნარატივს’’ ასე უპასუხა „მთავარი არხის’’ კითხვას – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტს მიმართა, მათი ტელევიზიის მეპატრონეებმა ომის დასრულებიდან ერთ თვეში ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი.
,,თქვენ იმ ტელევიზიის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლის პატრონებმაც თავის დროზე მიუხედავად იმისა, რომ ასეთივე ღია აგრესია, ცოტა სხვა გარემოებების მიუხედავად, აწარმოა რუსეთმა საქართველოშიც და მაშინ, ომიდან ერთ თვეში, თქვენი ტელევიზიის მეპატრონეებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვით ომი დაიწყეს. ომის დაწყების თარიღად მითითებული იყო 7 აგვისტო და რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაბომბეს კასეტური ბომბებით ცხინვალი. მე-6 პუნქტის დასაწყისშივე რეზოლუციაში წერია, რომ რუსეთის შეტევა იყო საპასუხო. ამ პარტიიდან ისმება დღეს კითხვები – უკრაინაში ვინ დაიწყო ომი, სადაც კიდევ უფრო მკაფიოა ყველაფერი’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.