მისი შვილის ამაყი განცხადება, რომ დედამისმა ერთი მილიონი ლარი გადარიცხა უკრაინის დასახმარებლად, ჯერ ერთი საკმაოდ დაუჯერებელი ამბავია და მეორეც – თუ რაიმე თანხა მართლა გადარიცხა, ნამდვილად არ არის არც მემკვიდრეობით მიღებული და არც მუხლჩაუხრელი შრომით ნაშოვნი – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე მიხეილ სააკაშვილის facebook სტატუსზე.
„მარია ანტუანეტას ფრაზა “თუ პური არა აქვთ, ფუნთუშები ჭამონ”, ისტორიაში შევიდა როგორც ყოვლად იდიოტური რეაქცია არსებული რეალობის მიმართ. ქალბატონ გიული ალასანიას სავარაუდოდ არ ექნება გაგონილი მარია ანტუანეტას შესახებ, მაგრამ ის თავისი ფრაზებით, თუ ვაცმულობით ცდილობს რაღაცით მიუახლოვდეს (არადა გიული ალასანიასგან განსხვავებით მარია ანტუანეტა საკმაოდ ჭკვიანი ქალი იყო და ჩემი აზრით მას ამ ფრაზის თქმას აბრალებენ, მაგრამ ამაზე სხვა დროს). თუ ისტორიისთვის უცნობია საფრანგეთის ყოფილი დედოფლის ცხოვრების ყველა დეტალი, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, თუ რა ქონება დაუტოვა ბებია-ბაბუამ იმ მდაბიო ქალს, რომელსაც თავი საქართველოს დედა-დედოფალი ეგონა (და ახლაც ჰგონია). მისი შვილის ამაყი განცხადება, რომ დედამისმა ერთი მილიონი ლარი გადარიცხა უკრაინის დასახმარებლად, ჯერ ერთი საკმაოდ დაუჯერებელი ამბავია და მეორეც – თუ რაიმე თანხა მართლა გადარიცხა, ნამდვილად არ არის არც მემკვიდრეობით მიღებული და არც მუხლჩაუხრელი შრომით ნაშოვნი. ამიტომ მის თაღლით შვილს, სანამ ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისკენ მოუწოდებს, ურჩევნია კარგად გაიხსენოს ის მაქინაციები, რითიც დედამისს ამხელა ქონება აშოვნინა“ – წერს facebook – ზე ექსპერტი გია გაბრიჭიძე.