ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ხატია დეკანოიძის ინტერვიუს უკრაინულ ერთ-ერთ არხზე.
ანალიტიკოსი დეკანოიძის ქმედებას პროვოკაციას და საკუთარი ქვეყნის მიმართ ნაძირლობას უწოდებს.
„США, украинские и грузинские лаборатории у границ РФ реализуют проект, где в качестве переносчиков биооружия рассматриваются летучие мыши — Минобороны РФ ეს ოფიციალური განცხადებაა რუსეთის მხრიდან, რაც წარმოადგენს სუფთა წყლის პროვოკაციას…ასეთ განცხადებებს და დამოკიდებულებას ყველა საღად მოაზროვნე ქართველი იაზრებს და გასაკვირი სულაც არ არის ოკუპანტის მხრიდან… თუმცა… ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნახავთ, არანაკლებ პროვოკაციას და ნაძირლობას საკუთარი ქვეყნის მიმართ. როდესაც ეს ქალბატონი ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს უსაფრთხოებას, საერთაშორისო როლს და სტაბილურობას… ესაა კლასიკური მე-5 კოლონა,საბოტაჟი ქვეყნის მიმართ და ღალატი… პოლიტიკური მაროდიორების პარტია ხართ თქვენ“- წერს ზურაბ ქადაგიძე.