დავით ქართველიშვილი: სააკაშვილის და ნაყოფიას მიდგომა რუსეთთან და მის ბიზნეს/აქტივებთან არ შეცვლილა არც ოკუპაციამდე, არც ოკუპაციის შემდეგ

დავით ქართველიშვილი: საქართველოში მაუწყებლობა შეუწყდა რუსეთის პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა სააკაშვილის მიერ საქართველოში შემოყვანილი რუსული კომპანიების საქმიანობა – მოქმედ ხელისუფლებას გადააბრალა.

„ვისაც მოგენატრათ, თან რუსეთის პროპაგანდისტული არხი შეგახსენოთ, თან ამ არხის მიერ გაპიარებული სააკაშვილიც. გადაცემა 2020 წელს შედგა, თუმცა აქაც – სააკაშვილი თავის აღფრთოვანებას ვერ მალავს რუსეთში ბიზნესის დონით, რეფორმირების მიმდინარეობით – აი იმ რუსეთის, რომელიც დღე-დღეზე უნდა დაიშალოს. ხოლო რაც შეეხება მის მშობლიურ უკრაინას – რუსეთთან შედარებით, სააკაშვილმა ის მიწასთან გაასწორა. ის უკრაინა – რომლის რეფორმებს თავად ხელმძღვანელობს დღემდე“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. „საქართველოში სავსებით ლოგიკურად, მაუწყებლობა შეუწყდა რუსეთის პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, თუმცა რად გინდა – მათი ადგილობრივი ფილიალები საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს. დღეს ერთ-ერთმა მათგანმა თავის გამრუდებული და გაუკუღმართებული ლოგიკით – სააკაშვილის მიერ საქართველოში შემოყვანილი რუსული კომპანიების საქმიანობა – მოქმედ ხელისუფლებას გადააბრალა. მათ შორის ნახსენები იქნა “ბილაინი”, “ბორჯომი”, “არ-ემ-ჯი გოლდი”…ამასთან დაკავშირებით, მინდა ერთი გასროლით ორი კურდღელი მოვკლა – ვისაც მოგენატრათ, თან რუსეთის პროპაგანდისტული არხი შეგახსენოთ, თან ამ არხის მიერ გაპიარებული სააკაშვილიც. გადაცემა 2020 წელს შედგა, თუმცა აქაც – სააკაშვილი თავის აღფრთოვანებას ვერ მალავს რუსეთში ბიზნესის დონით, რეფორმირების მიმდინარეობით – აი იმ რუსეთის, რომელიც დღე-დღეზე უნდა დაიშალოს. ხოლო რაც შეეხება მის მშობლიურ უკრაინას – რუსეთთან შედარებით, სააკაშვილმა ის მიწასთან გაასწორა. ის უკრაინა – რომლის რეფორმებს თავად ხელმძღვანელობს დღემდე. სააკაშვილის და ნაყოფიას მიდგომა რუსეთთან და მის ბიზნეს/აქტივებთან არ შეცვლილა არც ოკუპაციამდე, არც ოკუპაციის შემდეგ – რასაცს პირადად შეუწყვეს ხელი. მათზე შეყვარებულ ფანატიკოსებს კი წინ საინტერესო და მონატრებული ვიდეო/სიამოვნება ელით“- წერს ქართველიშვილი.

Back to top button