,,ეს ვრცელი ჩამონათვალი, არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აკეთებდა დიდ რუსულ საქმეს. რასაც დღესაც უკვე საკანში მყოფიც განაგრძობს. საქართველო რუსეთი უკრაინის საინფორმაციო ომში ჩაგვითრია და მისი დავალებით, “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს აკეთებს, რომ რუსული ბომბი საქართველოს ტერიტორიაზეც ჩამოვარდეს!” – წერს სოციალურ ქსელში საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი და აქვეყნებს იმ სტრატეგიული ობიექტების სიას, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რუსეთს მიჰყიდა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ კერძოდ მიხეილ სააკაშვილის რუსული პოლიტიკით რუსეთზევე მიყიდული ქართული სტრატეგიული ობიექტების სია ასეთია: 1. ენგურჰესი-რუსული კომპანია „რაოესი“; 2. ჟინვალჰესი – რუსული კომპანია „რაოესი“; 3. რიონჰესი – რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“; 4. გუმათი 1- რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 5. გუმათი 2 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 6. ლაჯანურჰესი – რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 7. შაორჰესი – რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 8. ვარციხე 1 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 9. ვარციხე 2 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 10. ვარციხე 3 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 11.ვარციხე 4 – რუსული კომპანია „ენერგო პრო“; 12. ხრამი 1 – რუსული კომპანია „რაოესი“; 13. ხრამი 2 – რუსული კომპანია „რაოესი“; 14. ხრამი 3 – რუსული კომპანია „რაოესი“; 15. ხრამი 4 – რუსული კომპანია „რაოესი“; 16. ხრამი 5 – რუსული კომპანია „რაოესი“; 17. ყაზტრანსგაზ თბილისი – რუსული კომპანია „გაზპრომი“; 18. გაზ.კომპანია „იტერა“ – რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია; 19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ – რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია; 20. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია „ინტერ რაო“; 21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია „ინტერ რაო“; 22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები – რუსული კომპანია „ინტერ რაო“; 23. „მადნეული“ – რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 24. „კვარციტი“- რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“; 26. კომპანია „ბილაინი“ – რუსული კომპანია; 27. „აზოტი“ – რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 28. „გაერთიანებული ქართული ბანკი“ – რუსული კომპანია „ვითიბი“; 29. „ლუკოილ ჯორჯია“ – რუსული კომპანია „ლუკოილი“; 30. ზესტაფონის „ფერო“ – რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; 31. ელმავალთმშენებელი ქარხანა – რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“; 32. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო – რუსული კომპანია „ბატუსი“; 33. თბილისის წყალი – რუსული კომპანია„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. მიხეილ სააკაშვილის რუსული პოლიტიკით საქართველოს ბაზარზე მსხვილი მოთამაშე კომპანიაა “ბილაინი”. “ბილაინის” მეპატრონე ფლობს ქართულ “ბორჯომს”. არის არაერთი სხვა კომპანია რომელიც საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებს. ეს ვრცელი ჩამონათვალი, არის ფაქტობრივი დადასტურება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აკეთებდა დიდ რუსულ საქმეს. რასაც დღესაც უკვე საკანში მყოფიც განაგრძობს. საქართველო რუსეთი უკრაინის საინფორმაციო ომში ჩაგვითრია და მისი დავალებით, “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს აკეთებს, რომ რუსული ბომბი საქართველოს ტერიტორიაზეც ჩამოვარდეს!” – წერს მეგრელიშვილი Facebook -ზე.