ნინო ფოჩხუა ოპოზიციას: კიდევ რამდენი გამოჩნდებით, ვინც ჩართულნი ხართ ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიულ მოქმედებებში?

გრძნობენ რა სამარცხვინო დასასრულს, სულ ამოვარდნენ კალაპოტიდან. უკვე ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორებიც გრძნობენ ამას, თუ ვისთან და რასთან აქვთ საქმე „უსმინეთ გვარამიას დატრენინგებულ ჟურნალისტს, როგორ პროვოკაციულად სვამს კითხვას, როგორ ამახინჯებს პრემიერის განცხადებას, მაგრამ გამოცდილ დიპლომატებთან ეს არ გადის, ნედ პრაისმა ისეთი პასუხი გასცა როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს შეეფერება“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

მისი თქმით ყველაზე ადვილი საინფორმაციო ომია, დააბრალე და მერე თუ გინდა თავი იმართლე, მაგრამ ეს უკვე აღარ მუშაობს, გაიზარდა საზოგადოება, აღარ არის 2003 წელი, ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც მობეზრდათ ამათი პრიმიტიული, თან ქვეყნის დამანგრეველი გამოხტომები. „კიდევ რამდენი გამოჩნდებით, ვინც ჩართულნი ხართ ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიულ მოქმედებებში? გრძნობენ რა სამარცხვინო დასასრულს, სულ ამოვარდნენ კალაპოტიდან.

უკვე ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორებიც გრძნობენ ამას, თუ ვისთან და რასთან აქვთ საქმე (ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას ვგულისხმობ) და განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ ქვეყნის და მოქმედი ხელისუფლების მხარდასაჭერად. ტანკებზე ვერ სხდებიან, ავტომატს ვერ იჭერენ ხელში, თორემ დარწმუნებული ვარ, ისე ამოგვწყვიტავდნენ, თვალს არ დაახამხამებდნენ. ყველაზე ადვილი საინფორმაციო ომია, დააბრალე და მერე თუ გინდა თავი იმართლე, მაგრამ ეს უკვე აღარ მუშაობს, გაიზარდა საზოგადოება, აღარ არის 2003 წელი, ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც მობეზრდათ ამათი პრიმიტიული, თან ქვეყნის დამანგრეველი გამოხტომები.

უსმინეთ გვარამიას დატრენინგებულ ჟურნალისტს, როგორ პროვოკაციულად სვამს კითხვას, გამოგზავნილს გვარამიას კაბინეტიდან, როგორ ამახინჯებს პრემიერის განცხადებას, მაგრამ გამოცდილ დიპლომატებთან ეს არ გადის, გვარამიამ კი იცის ეს, მაგრამ იმ ბნელ ძალებს, ვინც მართავს მას, ხომ უნდა ჩააბაროს პატაკი. მიხარია, რომ ნედ პრაისმა, საკადრისი, როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს შეეფერება, პასუხი გასცა“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

 

Back to top button