დავით ქართველიშვილი: მინდა მოკლედ წარმოგიდგინოთ უკრაინის ერთ-ერთი პატრიოტი მოქალაქე იაროსლავ მუზიჩკო – სწორედ მისი მხრიდან, უკრაინელმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ შეიტყო, რომ უკრაინელებს ქართველებზე უფრო მოძმე ხალხი არ ჰყავთ

,,მე მინდა მოკლედ წარმოგიდგინოთ უკრაინის ერთ-ერთი პატრიოტი და დიდი ავტორიტეტის მქონე მოქალაქე – იაროსლავ მუზიჩკო, საქართველოს საპატიო კონსული ლვოვში. სწორედ ამ ქალაქის ერთ-ერთი ტელეარხის გუშინდელ პოლიტიკურ გადაცემაში, მან ორი სიტყვით დაახასიათა ქართული მეხუთე კოლონის მიერ უკრაინაში მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი იაროსლავ მუზიჩკოს გუშინდელ ეთერს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს – სწორედ მისი მხრიდან, უკრაინელმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ შეიტყო, რომ უკრაინელებს ქართველებზე უფრო მოძმე ხალხი არ ჰყავთ.

,,მე მინდა მოკლედ წარმოგიდგინოთ უკრაინის ერთ-ერთი პატრიოტი და დიდი ავტორიტეტის მქონე მოქალაქე – იაროსლავ მუზიჩკო, საქართველოს საპატიო კონსული ლვოვში. სწორედ ამ ქალაქის ერთ-ერთი ტელეარხის გუშინდელ პოლიტიკურ გადაცემაში, მან ორი სიტყვით დაახასიათა ქართული მეხუთე კოლონის მიერ უკრაინაში მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია: “Це фейк та брехня!” სწორედ იაროსლავ მუზიჩკოს მხრიდან, უკრაინელმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ შეიტყო, რომ: უკრაინელებს ქართველებზე უფრო მოძმე ხალხი – არ ჰყავთ და ქართველები ამას ყოველდღიურად ამტკიცებენ რომ ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებამ 141 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გამოუგზავნა ქვეყანას რომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში სამთავრობო და კერძო ბიზნესის დონეზე შექმნილი აქვთ ყველა საცხოვრებელი პირობა რომ მოარული ხმები, თითქოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება და ხელს უშლის მოხალისეებს უკრაინაში გამგზავრებაზე, არის брехня! ხოლო ის, რომ ოფიციალური ავიაფრენა არ განხორციელდა ამ მიზნით – დღეს ბრიტანეთიც კი მსგავს ქმედებებს თავს არიდებს ის, რომ გაგანია ომის დროს, საქართველო რუსეთს ურიგდება საკუთარი რძის ნაწარმის ექსპორტზე – არის фейк! რუსეთმა 15 ქართული შპს-ს მიერ 2020 წელს წარდგენილი განაცხადი – ომის დღეებში დააკმაყოფილა და ისიც, როგორც ჩანს, პროვოკაციული მიზნით! არც ერთი ლიტრი ქართული რძე, რომელიც ქვეყნის შიგნითაც დეფიციტს წარმოადგენს – რუსეთში არ გაგზავნილა! არასწორია რუსეთის სამხედრო ბაზებით გარშემორტყმული საქართველოს დადანაშაულება, საერთაშორისო ეკონომიკურ სანქციებთან არ მიერთების გამო, რაც ქვეყანაში სრული კოლაფსის დადგომასა და მისი საბოლოო ოკუპაციების რისკებს გაზრდიდა – და უკრაინას ეს უნდა ესმოდეს! ქართული მეხუთე კოლონის ძირგამომთხრელი, ანტისახელმწიფოებრივი, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ქმედებების მასშტაბი – მართლაც საოცარია! ასეთი შემართებით საქართველოს არც ერთი მისი მოწინააღმდეგე არ უტევდა ისტორიის განმავლობაში. და რაოდენობრივადაც – არც ერთი მათგანი ერის ამ მოღალატეებთან ახლოსაც ვერ მივიდოდა! მადლობა ბატონ იაროსლავ მუზიჩკოს და მის ბრძენ და მადლიერ უკრაინელ მაყურებელს!’’ წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

Back to top button