კულტურის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა” გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა” გამარჯვებულები გამოავლინა. ესენია:

  1. „თბილისის მე-4 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ ანიმალაბი
  2. „სვანეთის პირველი საერთაშორისო ფილმების კინოფესტივალი”, განმახორციელებელი – შპს სვანეთის კინოსტუდია
  3. „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
  4. „ანიმაციური ფილმების მე-10 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა
  5. „ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი LemON”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ არტ საზოგადოება ლიმონარიუმი
  6. „საავტორო კინოს ბათუმის XVI საერთაშორისო ფესტივალი” (BIAFF), განმახორციელებელი – ა(ა)იპ ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი
  7. „თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი”, განმახორციელებელი – ა(ა)იპ კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე
  8. „საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი ,,თაობა 2021″, განმახორციელებელი – ა(ა)იპ კულტურის და განათლების ფონდი

კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 253 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 16-მა განმცხადებელმა მომართა.

Back to top button