ინვესტიციების სააგენტო საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს იმისთვის, რომ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტი წავახალისოთ – თორნიკე სულაბერიძე

ინვესტიციების სააგენტო საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს იმისთვის, რომ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტი წავახალისოთ, – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე სულაბერიძემ გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთის ბაზარზე დაგეგმილია სხვადასხვა სახის მარკეტინგული აქტივობები, რაც ამ ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს.

„ჩინეთში ექსპორტის მიმართულებით საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავთ. სააგენტო საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს იმისათვის, რომ წავახალისოთ ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. მომავალ წელს კიდევ უფრო აქტიურები ვიქნებით. ვგეგმავთ რამდენიმე მარკეტინგულ აქტივობას. გარდა იმისა, რომ ჩვენ კომპანიებს ხელს ვუწყობთ, რომ გამოფენებში და ე.წ. სავაჭრო მისიაში მიიღონ მონაწილეობა, ასევე ერთობლივ ეროვნულ კამპანიას ვგეგმავთ, რომლის შედეგადაც ქართული ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი პროდუქციის ცნობადობა ჩინეთში ამაღლდება. ეს იქნება როგორც ონლაინ, ციფრულ პლატფორმაზე, ასევე ოფლაინ უკვე ქსელებში და სუპერმარკეტების, სხვადასხვა რითელერებში იქნება ე.წ. ქართული დღეები“, – აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

Back to top button