ვლადიმერ ბოჟაძე: ლევან ხაბეიშვილი ძალიან ცდილობს მიბაძოს ბელადს

„კარგი იქნება ლევან ხაბეიშვილი საკუთარი გუნდის მილიონერი წევრები, 2003 წლამდე ცალ-ცალი კალოშით რომ ჩამოვიდნენ თბილისში, ვის წაგლიჯეს და ბიუჯეტიდან როგორ მოიპარეს იმდენი ფული, რომ გაქცეულები 10 წელია საზღვარგარეთ უზრუნველად ცხოვრობენ და აქ დარჩენილი 10 წელია უმუშევრები კი დღემდე ფუფუნებაში არიან“ – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

„ბიუჯეტის ქურდი კეზერაშვილის ახალი რჩეული ლევან ხაბეიშვილი ძალიან ცდილობს მიბაძოს ბელადს: პარლამენტის სხდომაზე ტყუილების კორიანტელი დააყენა, სხვისი სახლების ფოტოები ააფრიალა, შსს მინისტრს გაუგებარი შეკითხვები დაუსვა და სხდომათა დარბაზიდან გაიქცა. ვახტანგ გომელაურს გლდანში აქვს სახლიო, როგორც გლდანელს ძალიან გამიხარდებოდა მაგრამ, თუ აბრალებ ვაკეში ან ვერაზე მაინც დააბრალე, უფრო გაუხარდებოდა საკანში მჯდომ სააკაშვილს. კარგი იქნება ლევან ხაბეიშვილი საკუთარი გუნდის მილიონერი წევრები, 2003 წლამდე ცალ-ცალი კალოშით რომ ჩამოვიდნენ თბილისში, ვის წაგლიჯეს და ბიუჯეტიდან როგორ მოიპარეს იმდენი ფული, რომ გაქცეულები 10 წელია საზღვარგარეთ უზრუნველად ცხოვრობენ და აქ დარჩენილი 10 წელია უმუშევრები კი დღემდე ფუფუნებაში არიან! ქართული ჯარისთვის მოპარული ფულით გამდიდრებულ კეზერაშვილს ებარებოდეთ“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

Back to top button